ილუსტრატორი „მეფე ლომის“ პერსონაჟებს თანამედროვე ადამიანების როლში წარმოგვიდგენს

ნიუ-იორკელი დიზაინერი და ილუსტრატორი მარკო, ინსტაგრამზე ცნობილი, როგორც Marco The Artist, „დისნეის“ ცნობილი მულტფილმის „მეფე ლომის“ პერსონაჟებს თანამედროვე ადამიანების როლში ხატავს. საინტერესოა, რომ კონცეფციის შეცვლის მიუხედავად, მარკო ახერხებს დისნეის დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებას. ილუსტრატორი ნამუშევრებს iPad-ზე ხატავს, თითოეულ პერსონაჟს იგი Procreate აპლიკაციის გამოყენებით ქმნის.

ილუსტრატორს ნახატების სერიის იდეა BEASTARS-ის ყურებისას დაებადა, სადაც მთავარი პერსონაჟები ანთროპომორფული ცხოველები არიან. მარკოს დააინტერესა, როგორი იქნებოდა მსგავსად წარმოდგენილი „მეფე ლომის“ მთავარი ბოროტმოქმედი – სწორედ ასე შეიქმნა მისი სერიის პირველი ნახატი, რომელმაც პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.

All Photo Credits to Marco the Artist