Muzaradi resort 2021 – ბრენდ მუზარადის ახალი კოლექცია

დიზაინერ ქეთევან ხერხეულიძის ბრენდის, MUZARADI-ის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როდესაც მან თავისივე დიზაინით პირველი თავსაბურავი შეიკერა და სოციალურ ქსელებში გამოჩენისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საკუთარი კომპანიის დაარსებისა და პირველი კოლექციის შექმნის შემდეგ MUZARADI ისეთ ცნობილ გამოცემებში ჩნდებოდა, როგორებიცაა Vogue ,Jalouse და სხვა.

ბრენდი დღეს უკვე ადგილობრივი სივრცის გარდა საერთაშორისო ბაზარზეც არის წარმოდგენილი.

ახლა კი “თორმეტი” ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ “Muzaradi”-ს Resort 2021 კოლექციის გადაღებიდან ფოტოებს.

მოდელი : რუსა ჩაჩუა

სტილი : ქეთევან ხერხეულიძე

ფოტოგრაფი : ლევან კუპატაძე