GOT-ის მსახიობი: თუკი სადმეა პეტიცია, მოვაწერ ხელს, რომ ფინალური სეზონი ხელახლა გადაიღონ

სამეფო კარის თამაშების მსახიობმა, ტაივინ ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ჩარლზ დენსმა Pop Culture-სთან ინტერვიუში სატელევიზიო შოუს ფინალური სეზონი შეაფასა და განაცხადა, რომ, მზად არის მოაწეროს ხელი პეტიციას, რომელიც საკულტო სერიალის ფინალური სეზონის ხელახლა გადაღებას მოითხოვს.

Photo Credits to HBO

„ცხადია ვნახე, მას შემდეგაც ვუყურებდი, რაც ჩემი პერსონაჟი მოკლეს. ვფიქრობ, რომ ფანტასტიკური შოუა და ძალიან გამიმართლა, რომ მისი ნაწილი ვიყავი. ფინალურმა სეზონმა ბევრში კმაყოფილება გამოიწვია, ნაწილში უკმაყოფილება, ვშიშობ, მე ამ უკანასკნელ ბანაკში ვარ.“

ხოლო ჟურნალისტის კითხვას, მოაწერდა თუ არა ხელს ფანების მიერ შემუშავებულ პეტიციას, რომელიც სერიალის ბოლო სეზონის ხელახლა გადაღებას ითხოვდა, დენსმა ასე უპასუხა: „თუკი ასეთი პეტიცია არსებობს, დიახ, მოვაწერდი.“

დენსი არ არის ერთადერთი მსახიობი, რომელიც მსგავსად ფიქრობს. ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ვალდაუმ Variety-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად იყო ამ მიზნით შემოწირულობაც კი გაეღო.