ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი განქორწინების შემდეგ პირველად იმუშავებენ ერთად

ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი განქორწინების შემდეგ პირველად იმუშავებენ ერთად. წყვილი ერთობლივად პირველად მეგობრებში გამოჩნდნენ, 2001 წელს, როდესაც ბრედ პიტი მოწვეული მსახიობის ამპლუაში შეუერთდა სატელევიზიო შოუს გუნდს.

Photo by Boris Horvat

მსახიობები ერთობლივად შონ პენის საქველმოქმედო შოუში „Fast Times at Ridgemont High“ გამოჩნდებიან. მათთან ერთად პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავებსაც, როგორიცაა ჯულია რობერტსი, მეთიუ მაკ-კონეჰი, შია ლაბაფი, მორგან ფრიმენი, დეინ კუკი და ა.შ.

შოუ ფეისბუქსა და ტიკ ტოკზე პირდაპირ ეთერში გავა 2020 წლის 21 აგვისტოს.