პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სატელევიზიო პროექტზე მუშაობენ

გამოცემა Variety-ის ცნობით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთობლივად მუშაობენ სატელევიზიო პროექტზე, რომელიც ამჟამად სტუდიის შერჩევის პროცესშია. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ჰოლივუდში მომზადდება და მოლაპარაკებები სწორედ ამერიკულ კომპანიებთან მიმდინარეობს, მათ შორისაა NBCUniversal. წყვილი ლოს ანჟელესში ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად და პირველი სახლიც შეიძინა სანტა ბარბარაში.

Photo by Chris Jackson

ინფორმაციის თანახმად, წყვილი ერთობლივად დაიკავებს მედია-პროექტის პროდუსერის როლს, ამასთან, მეგან მარკლი მსახიობის ამპლუაში აღარ მოგვევლინება. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარისგან წყვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თავი შეიკავა.