შვედი სტრიტ-არტისტების ანონიმური ჯგუფი სახელად „AnonyMouse“ ქუჩაში მცხოვრები თაგვებისთვის, უოლტ დისნეის და ასტრიდ ლინდგრენის სამყაროებით შთაგონებულ მინიატურულ დაწესებულებებს ქმნის.
ანონიმურმა სტრიტ-არტისტებმა შვედეთის ქუჩებში მინიატურული მაღაზიებისა და რესტორნების შექმნა პირველად 2016 წელს დაიწყეს, დღეს მათ ქმნილებებს საფრანგეთსა და მენის კუნძულზეც შეხვდებით. როგორც „AnonyMouse“ აცხადებს, მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანების ცხოვრებაში ჯადოსნური ელემენტების შეტანაა.
All Photos Credit to AnonyMouse







