ოლივია ვაილდი მარველის ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის მთავარი პერსონაჟიც ქალია

სონის და მარველის წარმომადგენლებს, ჯერ-ჯერობით, ფილმზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ბოლო თვეებში გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა ახალი ფილმი სპაიდერ-ვუმენზე იყოს.

Photo Credits to Rodin Eckenroth

სპაიდერ-ვუმენის ტიტული მარველის რამდენიმე პერსონაჟს აქვს მორგებული – 1970 წლის ჯესიკა დრიუდან დაწყებული, მერი-ჯეინ ვოტსონის და გვენ სტეისის ჩათვლით. სპაიდერ გვენის ვერსია სულ ცოტა ხნის წინ ანიმაციურ ფილმში „სპაიდერ-მენი: სამყაროს მიღმა“ ვიხილეთ.

მარველის ახალი ფილმის სცენარისტი „ჭკვიანების“ ავტორი, ქეითი სილბერმანი იქნება, პროდიუსერი კი ემი პასკალი.