„უცნაური ამბების“ შემქმნელები სერიალის მომავალზე საუბრობენ

მეტ და როს დაფერები „უცნაური ამბების“ მეოთხე სეზონის შემდეგ ეტაპზე საუბრობენ.

Photo Credits to Netflix

სერიალის მესამე სეზონი გასული წლის ივლისში გამოვიდა და ნეტფლიქსმა მას მეოთხე სეზონიც დაუმტკიცა. დევიდ ჰარბოური, სერიალის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ამბობს, რომ მეოთხე სეზონის პრემიერა კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა გადაიდოს.

The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში შოუს შემქმნელმა როს დაფერმა თქვა, რომ მეოთხე სეზონი „უცნაური ამბების“ დასასრული არ იქნება და მათ იციან, თუ როგორ და როდის დასრულდება სერიალი. დაფერი ამბობს, რომ კორონავირუსმა მათ საშუალება მისცა მეტად დაფიქრებულიყვნენ შოუს მომავალზე. ახლა პრიორიტეტული მათი გუნდის უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ, შოუს გამოსვლის თარიღები შექმნილ სიტუაციას მოერგება.