ველური ბუნების ფოტოგრაფები აფრიკული ველური ბუნების დასაცავად გაერთიანდნენ

Covid-19-ის პანდემიის გამო, აფრიკის ტურიზმი შეჩერებულია და სიტუაცია აისახება აფრიკის დაცული ტერიტორიების კეთილდღეობაზეც. ასეთი კრიზისული სიტუაციის გამო, წარმატებული 50 ველური ბუნების ფოტოგრაფი გაერთიანდა, რათა აფრიკული პარკების დასაცავად 250 000$ შეაგროვოს. მათ კამპანიას Print For Wildlife უწოდეს, ფოტოგრაფები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან და შემოსულ თანხას აფრიკის ველური ბუნების დასახმარებლად აგროვებენ.

Photo Credits to Thomas Vijajan

„ტურისტების გარეშე ქვეყანაში ნაკლები სამუშაო ადგილია, მოსახლეობას ნაკლები ფული აქვს, სიღარიბე გაიზარდა. ასევე ნაკლები თანხაა საკონსერვაციო სამუშაოებისთვის, ცხოველების დასაცავად, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისთვის. იმედი მაქვს, რომ Prints For Wildlife- ის კამპანიის შედეგად მიღებული თანხა ხელს შეუწყობს აფრიკის ველური ბუნების დაცვას.“ – განაცხადა ფოტოგრაფმა გრაიმი გრინმა.