BTS-მა ახალი რეკორდი დაამყარა

კორეული პოპის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჯგუფმა – BTS-მა ახალი რეკორდი დაამყარა. ჯგუფის მიერ გამოშვებული სიმღერის – “Dynamite”-ის ვიდეომ Youtube-ზე 24 საათის განმავლობაში 101.1 მილიონი ნახვა დააგროვა. აღნიშნული მონაცემები ოფიციალურად Youtube-მა გაასაჯაროვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება Youtube-ის პრესსპიკერმაც, რომელმაც დაადასტურა ზემოთ ხსენებული მონაცემების სიზუსტე.

„Dynamite“ ჯგუფის მიერ გამოშვებული პირველი სიმღერაა, რომელიც მთლიანად ინგლისურენოვანი ტექსტისაგან შედგება. ვიდეოს პრემიერას პირდაპირ რეჟიმში 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელია.