იოკო ონოს ხელოვნების ნიმუში: შთამაგონებელი მესიჯი

იაპონელი მხატვარი და მუსიკოსი, ჯონ ლენონის მეუღლე – იოკო ონო ნიუ იორკის მაცხოვრებლებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს. ამის უკეთ გამოსახატად და მაცხოვრებელთა შთაგონებისათვის მის მიერ შექმნილი ნამუშევარი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის შესასვლელში გამოიფინება.

Photo Credits to The Metropolitan Museum of Art

მუზეუმი პანდემიის გამო რამდენიმე თვით დახურული იყო. შემდგომ კვირას კი იგი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამის აღსანიშნავად სტუმრებს მუზეუმთან იაპონელი არტისტის მიერ შექმნილი ნამუშევარი დახვდებათ, რომელიც ნიუ იორკელებისათვის ავრცელებს მესიჯს და მოუწოდებს მათ, რომ იოცნებონ ერთად – „DREAM TOGETHER“.

მეტროპოლიტენის მუზეუმის დირექტორის განცხადების თანახმად, იოკო ონოს ინსტალაცია ნიშანია იმისა, რომ ქალაქი კვლავ უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს. ასევე, არტისტის ნამუშევარი გამომხატველია მაცხოვრებელთა შორის არსებული საზიარო ოპტიმიზმისა და ადამიანური სულის ძლიერებისა. იოკო ონოს ხელოვნების ნიმუში, მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას ძალა შეჰმატოს ადამიანებს და იქცეს შთაგონების წყაროდ.