2021 წლის 4 მარტიდან 13 ივნისამდე, კუნსპალასტის მუზეუმში, რომელიც დუსელდორფში მდებარეობს, გაიმართება მოდის ფოტოგრაფიის გამოფენა, რომლის კურატორიც იქნება სუპერმოდელი კლაუდია შიფერი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 90-იანი წლების ცნობილი ფოტოგრაფების 120 ნამუშევარი.

გამოფენაზე დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა იხილოს ელენ ფონ უნვეტის, კორინის დეის, არტურ ელგორტის, ჰერბ რიცის, იურგენ ტელერის, კარლ ლაგერფელდის და სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კლაუდია შიფერის გამოუქვეყნებელი პოლაროიდები. როგორც სუპერმოდელმა აღნიშნა, მას განსაკუთრებულად უყვარს 1990-იანი წლები, რადგან სწორედ 90-იანებში, მან ზუსტად გაიგო თუ რა არის ნამდვილი მოდა.