ჯარედ ლეტო ახალ ფილმში ენდი  უორჰოლის როლს შეასრულებს

Daily Mail- მა დაადასტურა ჭორები, რომ პოპ-არტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ენდი უორჰოლის როლს მსახიობი ჯარედ ლეტო შეასრულებს. მომავალი ფილმის შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა გაირკვა, რომ ფილმი დაფუძნებული იქნება ვიქტორ ბოკრისის წიგნზე “უორჰოლი: ბიოგრაფია”, რომელიც გამოიცა 1989 წელს.

ფილმის გადაღების უფლება თავად ჯარედ ლეტომ და პროდიუსერმა მაიკლ დე ლუკამ მოიპოვეს. ახალი როლის შესახებ მსახიობმა და Thirty Seconds To Mars-ის ფრონტმენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაამატა, რომ მადლობელია ასეთი შესაძლებლობისთვის.