კარლ ლაგერფელდის ავტოპორტრეტი აუქციონზე 17 980 ევროდ გაიყიდა

ავტოპორტრეტი, რომელიც დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა 2014 წელს დახატა ჟურნალისთვის Madame Figaro, აუქციონზე 17980 ევროდ გაიყიდა. აუქციონის სახლის Boisseau-Pomez-ის დირექტორმა ლეონარ პომეზმა ავტოპორტრეტის გაყიდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფასი ლაგერფელდის ნამუშევრისთვის რეკორდულია. აქამდე შექმნილი ყველა ნახატი 1500-2000 ევროდ იყიდებოდა. აუქციონერის აზრით, ნახატის საფასურზე იმოქმედა მისმა ფორმატმა და უნიკალურობამ.

კარლ ოტო ლაგერფელდი გერმანელი მოდის დიზაინერი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი და გამომცემელი იყო.  მან დააარსა საკუთარი მოდის სახლი Karl Lagerfeld. გარდა ამისა, ლაგერფელდი 1965 წლიდან იყო იტალიური მოდის სახლ Fendi-ის და  1983 წლიდან ფრანგული მოდის სახლ Chanel-ის შეუცვლელი მთავარი მოდის დიზაინერი. ასევე, კოლექციებს ქმნიდა Chloé-სათვის.