რეჟისორმა და სცენარისტმა ზაზა ურუშაძემ თანამედროვე ქართული კინოს ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა, ისეთი გახმაურებული ნამუშევრებით, როგორებიცაა „დარჩი ჩემთან,“ „მანდარინები“, „აღსარება“ და სხვა. მან დაიმსახურა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, ასევე „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინაციები. გარდა ამისა, ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს. რეჟისორი 53 წლის ასაკში, 2019 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.
ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში. ისტორიული დრამა სახელწოდებით „ანტონი“ ორი ბიჭის ისტორიაზე გვიყვება. მოქმედება ხდება რუსული რევოლუციის დროს, ოდესასთან ახლოს მდებარე სოფელში. ფილმი გადაღებულია დეილ აიზლერის რომანის მიხედვით სახელად „ანტონი, ბიჭი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია.“