შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი სკოლაში ბრუნდება

17 წლის შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ერთწლიანი პაუზის შემდგომ სკოლაში ოფიციალურად ბრუნდება. ხსენებული წელი ტუნბერგმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაატარა, რაც მან უმთავრესად კლიმატთან დაკავშირებულ აქტივიზმსა და ამ მხრივ ცოდნის გაუმჯობესებას მიუძღვნა.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომლის აღწერაშიც აღნიშნა, რომ იგი კვლავ უბრუნდება სკოლას და აღნიშნული მოვლენით ბედნიერია.

გასული წელი გრეტამ მთლიანად აქტივიზმს მიუძღვნა. იგი ამერიკის მასშტაბით ჩატარებულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა, რომლებიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან, იგი სიტყვით გამოვიდა ნიუ იორკში ჩატარებულ გაეროს კლიმატის სამიტზე.

იგი Right Livelihood Award-ის პრემიით დაჯილდოვდა, ასევე, დასახელდა ჟურნალ TIME-ის წლის ადამიანად.