უეს ანდერსონი ახალი ფილმის გადაღებებს 2021 წელს დაიწყებს

მიუხედავად იმისა, რომ უეს ანდერსონის უახლესი ფილმის  „The French Dispatch” პრემიერა პანდემიის გამო გადაიდო, როგორც ჩანს, რეჟისორს არ სურს, გადადოს შემდეგი ნაწილის გადაღება.

უეს ანდერსონის განძრახვას ადასტურებს ჩამონათვალი, რომელშიც ყოველ კვირას ქვეყნდება იმ ფილმების სია, რომელსაც უახლოეს მომავალში გადაიღებენ. მათ შორის არის ანდერსონიც, ის 2021 წლის გაზაფხულს დაიწყებს მუშაობას რომში. ამ დროისთვის პროექტს  არ აქვს სახელი, თუმცა ცნობილია, რომ მსახიობთა შესარჩევი კასტინგი უკვე დაწყებულია და სიუჟეტი რომანტიკული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი სხვა დეტალები, თუმცა ნათელია, რომ ანდერსონი კვლავ მოხიბლულია იტალიური კინოს კულტურით და მის ახალ ფილმს სწორედ ამ ქვეყანას დაუკავშირებს.

როგორც ჩანს, მაყურებლებს არ მოუწევთ დიდხანს ლოდინი, „The French Dispatch“-ის მეორე ნაწილის გადაღებებს პანდემია ვერ შეაჩერებს. 

შეგიძლიათ, იხილოთ ფილმის პირველი ნაწილის ტრეილერი, რომელშიც ტიმოთე შალამე, ტილდა სუინტონი, ლეა სედუთი, ბილ მიურე და მრავალი სხვა მონაწილეობენ.