ბოტიჩელის „ახალგაზრდა დიდებულის“ პორტრეტი რეკორდულ ფასად იყიდება

XV საუკუნის ადრეული რენესანსის მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის შესრულებული პორტრეტი 80 მილიონ დოლარად გაიყიდება. „Young Man Holding a Roundel“ რეკორდის დამყარებას 2021 წლის იანვარში სოთბის აუქციონზე გეგმავს. ის ნიუ-იორკის სახლის სათავო ოფისში „Old Masters“-ის საღამოზე გამოიფინება.

ბოტიჩელის ნამუშევარი, რომელიც ჯერ ისევ კერძო კოლექციონერის ხელშია, ბოლო მფლობელმა 810,000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში კი ნახატი გამოფენილი იყო ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში.

თუკი პორტრეტი 2021 წლის სოთბის აუქციონზე 80 მილიონ დოლარად გაიყიდება, ეს იქნება მეორე უმაღლესი ფასი, რაც ოდესმე დაფიქსირებულა „Old Masters”-ის აუქციონზე. ამ დროისთვის ბოტიჩელის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია „Rockefeller Madonna“, ის  2013 წელს აუქციონზე 10.4 მილიონ დოლარად გაიყიდა.