დევიდ ატენბორიმ ჯენიფერ ენისტონის ინსტაგრამ რეკორდი მოხსნა

გასული წლის ოქტომბერს, სერიალის „Friends“ მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა 5 საათსა და 16 წუთში დააგროვა ერთი მილიონი გამომწერი, როდესაც ინსტრაგრამს შეუერთდა. დევიდ ატენბორიმ, ვეტერანმა ტელეწამყვანმა, ეს რეკორდი დაამხო და ერთი მილიონი გამომწერი ყველაზე ნაკლებ დროში მოაგროვა. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, მან ეს ყოველივე 4 საათსა და 44 წუთში მოახერხა.

მისი სადებიუტო პოსტი ეხებოდა იმას, რომ პლანეტის გადასარჩენად კომუნიკაციის პრობლემა უნდა დავძლიოთ. მან განაცხადა, რომ ის უერთდება ინსტაგრამს, რათა ახალი გზა გამონახოს საკომუნიკაციოდ, ვინაიდან მსოფლიო ნამდვილად გასაჭირშია.

ატენბორის გამომწერთა სიამ 24 საათში 2.5 მილიონს მიაღწია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ინსტაგრამის დებიუტი დაკავშირებულია მისი წიგნის „A Life On Our Planet“ გამოცემასა და ნეტფლიქსის ამავე სახელწოდების დოკუმენტარულ ფილმზე.

დადასტურებულია, რომ ფილმი ატენბორის კარიერასა და პლანეტის გარემოს პრობლემების შესახებ მოგვითხრობს, თრეილერი კი შეგიძლიათ, უკვე იხილოთ.