კენზოს ვეფხვის ლოგოს დებიუტი და ბრენდის პარტნიორობა მსოფლიოს ველური ბუნების ფონდთან

ნეტფლიქსის სერიალი „კოლმან „ტაიგერ“ კინგი“ ერთ-ერთი მიზეზი გახდა კენზოს კოლაბორაციისა მსოფლიოს ველური ბუნების ფონდთან, რათა პლანეტაზე გაიზარდოს ვეფხვთა რაოდენობა.

Photo Credits to Kenzo

სერიალი არაერთ ნამდვილ ფაქტს წარმოაჩენს ვეფხვების შესახებ, უმეტესობა ზოოპარკებში ან გალიებში ჰყავთ მოთავსებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ისინი ველურ ბუნებაში უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, არალეგალური ვაჭრობის და მრავალი სხვა მიზეზის გამო, ვეფხვების რაოდენობა გასულ საუკუნეში 95 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 3200 მათგანი მოიძებნება დედამიწაზე.

გასულ წელს ფილიპე ოლივიერა ბაპტისტა შეუერთდა კენზოს ჯგუფს, რომლის პირველი დავალება ის იყო, რომ უნდა შეეცვალა ბრენდის დამახასიათებელი ლოგო, რომელიც უკავშირდებოდა ვეფხვს. ამ ყოველივეს მისაღწევად ის დაუკავშირდა ველური ბუნების ფონდს და ისინი 28 სექტემბერს წარადგენენ ერთობლივ კოლექციას.

კოლექციის პირველი კაფსულა მოიცავს მაისურებს, ჰუდებს და მრავალ სხვა პროდუქტს. ყოველი გაყიდული ნივთიდან 10 დოლარი გადაეცემა ველური ბუნების ფონდს. ბრენდი ახალ კაფსულას ყოველ 6 თვეში გამოუშვებს, რათა პარტნიორებმა მიაღწიონ მიზანს და 2022 წლისთვის ვეფხვთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდოს მსოფლიოში.