ტომ კრუზი 2021 წელს ახალ ფილმზე სამუშაოდ კოსმოსში გაფრინდება

მომავალი წლის შემოდგომას, ტომ კრუზი, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში კომფორტულად მოკალათებული არ შეეგებება. ამის ნაცვლად, ის 2021 წლის ოქტომბერში დადგეგმილი  კოსმოსში ფრენის სამზადისში აქტიურად იქნება ჩართული.

დაახლოებით 20 წლის წინ, კრუზმა კანადელ რეჟისორთან და სცენარისტთან, ჯეიმზ კამერონთან, ერთად განიხილა ფილმის კოსმოსში გადაღების სპეციფიკა. წელს კი, NASA- ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ბრაიდსტაინმა, კრუზისთვის კოსმოსის სადგურის დათმობაზე თანხმობა განაცხადა.

 კოსმოსური სადგურის Twitter-ის ანგარიშზე გაჩნდა პოსტი, რომელიც ადასტურებს, რომ კრუზი და რეჟისორი დუგ ლიმანი, მართლაც, შეუერთდებიან SpaceX-ის 2021 წლის ფრენას კოსმოსში. ისინი უკვე ჩაწერილები არიან ტურისტების სიაში პირველ და მეორე ნომრებად. მე-3 ადგილი კი, ჯერ კიდევ ვაკანტურია, თუმცა, სავარაუდოდ მალე შეივსება.

ფილმის რა ნაწილი იქნება კოსმოსში გადაღებული, ჯერ გაურკვეველია, თუმცა, თანხა, რომელსაც უნივერსალი გადაიხდის კრუზისა და ლიმანის SpaceX-ის დამფუძნებელთან და CEO-სთან, ილონ მასკთან კოლაბორაციაში, $200 მილიონს აღწევს.