სოფი ლორენის დაბრუნება 11-წლიანი პაუზის შემდეგ

 უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი, სოფი ლორენი, უკანასკნელად გამოჩნდა ეკრანზე. თუმცა, 86 წლის მსახიობს უარი არასდროს უთქვამს საკუთარ პროფესიაზე. როგორც თავად აღნიშნა, იგი, უბრალოდ, ელოდა ისეთ როლს, რომელსაც ბოლომდე შეიგრძნებდა და მოირგებდა. ლორენი ხაზს უსვამდა საკუთარ გარეგნობასაც და, აღნიშნავდა, რომ კვლავ შესანიშნავად გამოიყურება კარიერის გასაგრძელებლად.

Photo Credits to Greta de Lazzaris

გასულ წელს კი, მან იპოვა როლი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა. მადამ როზა ლორენის შვილის, ედუარდო პონტის, ახალი იტალიური ფილმის, „The Life Ahead”, მთავარი პერსონაჟია. ლორენი აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის აღფრთოვანებული იყო იმ ნოველით, რომელსაც ახალი ფილმი ეფუძნება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოფი ლორენისთვის ეს მისი შესრულებული როლებიდან ემოციურად ყველაზე ძლიერი იქნება. რაც შეეხება პერსონაჟს, მადამ როზა არის ებრაელი ქალი, რომელმაც შეძლო და  თავი დააღწია ჰოლოკასტს. 12 წლის ბავშვი, სახელად მომო, რომელიც ცდილობს, მას სანთლები მოპაროს, რადიკალურად შეცვლის ქალის ცხოვრებას. ისინი მეგობრები ხდებიან.

ლორენი საკუთარ როლს შემდეგნაირად აღწერს: „ეს ქალი არის ძლიერი, მგრძნობიარე, საკუთარი თავის გადამრჩენელი“. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ მსახიობს ეს პერსონაჟი საკუთარ დედას მოაგონებს.

ფილმის პრემიერა 13 ნოემბერს ნეტფლიქსზე შედგება.