ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი მშობლები გახდნენ

სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდისა და მუსიკოს ზეინ მალიკის ქალიშვილი დაიბადა. პირველად ორსულობის შესახებ ჯიჯიმ აპრილში განაცხადა, პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის დროს. მას შემდეგ, მოდის ინდუსტრია პატარას დაბადებას ელის.

Photo Credits to Mike Coppola / Getty Images

24 სექტემბერს საზოგადოებას სასიხარულო ამბავი არა ჯიჯიმ, არამედ ზეინმა ამცნო. „ჩვენი პარატა გოგო აქაა, ჯანმრთელი და ლამაზი. სიტყვებით შეუძლებელია ავხსნა, რას ვგრძნობ ახლა“- წერს მუსიკოსი.

მალევე გავრცელდა ჯიჯი ჰადიდის პოსტი, იმის შესახებ, რომ დედამიწას პატარა გოგონა მოევლინა. სუპერმოდელის მამაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში შვილიშვილის დაბადებას. „მოგესალმებით დედამიწაზე პატარა გოგო“- ნათქვამია მუჰამედ ჰადიდის პოსტში.

ახლა კი ყველა ბავშვის სახელის გაგებას და მის შესახებ სიახლეებს ელის.