„დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორია

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა „დასაწყისი“ მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა. ფილმის რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა და „ვერცხლის ნიჟარის“ მფლობელი გახდა. ფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული, მთავარი როლის შემსრულებელი, ია სუხიტაშვილი გახდა. ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზი, საუკეთესო სცენარისთვის, დეა კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს გადაეცათ.

ფოტო: GNFC

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართა. სწორედ ამ ფესტივალზე შედგა „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად კიდევ 5 ფილმი იბრძოდა. დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ რამდენიმე კვირის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სექციაშიც აჩვენეს. რეჟისორისთვის ეს მესამე ფილმია, რომელიც კანის ფესტივალზე მოხვდა.

ფილმში „დასაწყისი“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი და რატი ონელი ასრულებენ.