ეთო მიგრიაულმა ვალენტინოს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, მილანის მოდის კვირეული მაინც გაიმართა და დღემდე გრძელდება.

დღეს პიერპაოლო პიჩოლიმ, ვალენტინოს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ბრენდის 2021 წლის სეზონის კოლექცია წარადგინა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენებაში მონაწილეობა „Geomodels Agency“-ს მოდელმა, ეთო მიგრიაულმაც მიიღო.

Photo Credits to Alessandro Lucioni / Gorunway.com

ეთო ჯეომოდელსის გამორჩეული სახეა. ის გადაღებულია „Elle Mexico“-სა და ფენდის, ედიტორიალებში, „L’Officiel Italia“-ს 2019 წლის დეკემბრის ნომერში, ასევე ატიკოს შოუს 2020 წლის სეზონის პრეზენტაციაზე. მან გაიარა ანტონიო მარასის ჩვენებებზე ორჯერ, 2019 და 2020 წლებში. ის ასევე გადაიღეს ამერიკული ბრენდის, „Timberland”, რეკლამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეთოს არაერთი წარმატებისთვის ჰქონდა მიღწეული, მის კარიერაში არც ერთი ბრენდი ყოფილა ისეთი ცნობილი, როგორიც ვალენტინოა.