„80 დღე დედამიწის გარშემო“ – გადაღებები რუმინეთსა და სამხრეთ აფრიკაში განახლდება

„80 დღე დედამიწის გარშემო“ დევიდ ტენანტის მონაწილეობით, ბევრისთვის საყვარელი კლასიკის, ჟიულ ვერნის ამავე სახელწოდების მქონე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ეკრანიზაციაა. სერიალზე მუშაობა მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და ახლა რუმინეთსა და სამხრეთ აფრიკაში კვლავ განახლდება.

რუმინეთში გადაღებები შემდეგი თვიდან განახლდება, ხოლო სამხრეთ აფრიკაში მუშაობა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანა ფრენებისთვის გაიხსნება.

ტენანტი (რომელიც ცნობილია სატელევიზიო შოუებიდან „Broadchurch“, „Dr. Who“) ჟიულ ვერნის რომანის ამ ეკრანიზაციაში ფილეას ფოგის როლს თამაშობს, რომელიც უზარმაზარ ფსონს დებს, რომ დედამიწას, სულ რაღაც, 80 დღეში შემოივლის. მოგზაურობისას მისი თანამგზავრები არიან მსახური, პასპარტუ, რომლის როლსაც ფრანგი მსახიობი, იბრაჰიმ კომა ასრულებს და მოწადინებული ჟურნალისტი აბიგაილ ფიქსი, რომელიც შანსს არ ტოვებს, რომ გამაოგნებელ ისტორიაზე დაწეროს და რომლის როლის შემსრულებლადაც ლეონი ბენეში გვევლინება.



„80 დღე დედამიწის გარშემო“ Slim Film + Television – ისა და Federation – ის ნამუშევარია, რომლის პარტნიორებიც Palladium Pictures in South Africa და Daro film არიან. პროექტში ჩართულია საფრანგეთის (France Télévisions), გერმანიისა (ZDF) და იტალიის (RAI) მაუწყებლობები, ხოლო Seven West Media ფილმს ავსტრალიაშიც წარადგენს.

სერიალი BBC- ის ეკუთვნის და მისი გამოშვება 2021 წელს იგეგმება.

„სიხარულით ცას ვწვდებით, რომ შეგვიძლია სერიებზე – „80 დღე დედამიწის გარშემო“ მუშობა განვაახლოთ“, განაცხადა აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კროუფორდ კოლინსმა.
„ეს პროექტი ძალიან ამბიციური და გამოწვევებით სავსეა, სერიების გაერთიანება რომ შევძლოთ. ყველა ფრონტზე უზარმზარი მხარდაჭერა იყო საჭირო მისი წამოწყებისთვის. ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდის, ბრწყინვალე მსახიობების, გულითადი სამაუწყებლო და ფინანსური მხარდამჭერების, ჩვენი დირექტორების შემოქმედებითობისა და მწერლების არაჩვეულებრივი გუნდის (რომელსაც ეშლი ფარაო უძღვებოდა) გარეშე, ამას ვერ მივაღწევდით,“- თქვა კოლინსმა.

ჟიულ ვერნის ამ რომანის მიხედვით პირველი ეკრანიზაცია 1919 წელს, კონრად ვეიდტის მონაწილეობით გამოვიდა, ხოლო უკანასკნელი, 2004 წელს, დისნეიმ გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს ჯეკი ჩანი და კუგანი ასრულებენ.