ენოლა ჰოლმსის თავგადასავალი Netflix-ზე

შერლოკ ჰოლმსი ერთ-ერთი დაუვიწყარი პერსონაჟია კინო იდუსტრიაში. სასიამოვნოა, უყურო ადამიანს, რომელიც ძალიან ჭკვიანია და შეუძლია, ისეთი საქმეები გამოიძიოს, რომელთა გახსნას ვერავინ ახერხებს. თუმცა, აუცილებელია, რომ ასეთი უნარები მხოლოდ კაცს ჰქონდეს?

ნეტფლიქსის უახლესი სერიალი „ენოლა ჰოლმსი“ სწორედ ამ სტერეოტიპის დამხობას ცდილობს. სერიალი გადაღებულია ნენსი სპინგერის ნოველის მიხედვით, ის მაყურებელს წარმოუდგენს ენოლას, შერლოკ და მაიკროფტ ჰოლმსის პატარა დას. ის დედასთან, ედურიასთან იზრდებოდა და გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ძლიერ ქალად ჩამოყალიბებულიყო.

ბუნებრივია, რომ მას განსაკუთრებული უნარები აქვს. როდესაც დედამისი უჩინარდება, ენოლა ხვდება, რომ ეს ჩვეულებრივი შემთხვევა არ არის, ეჭვობს, იყენებს მეთოდებს და ახერხებს, რომ ეს საქმე თავად გამოიძიოს.

როგორც ჩანს, ამიერიდან ლონდონის ქუჩებში ინსპექტორ ლესტრიდზე ჭკვიანი კიდევ ერთი მოქალაქე მოიძებნება. რასაკვირველია, შერლოკ ჰოლმსს ვერავინ შეცვლის, თუმცა ენოლას გამოჩენა მშვენიერი სიახლეა მაყურებლისთვის.