როგორია მეგან მარკლის მონტესიტოს სახლის ინტერიერი

მაყურებლებს მეგან მარკლის მონტესიტოს სახლის ინტერიერის ნახვა ამერიკის ნიჭიერის კამეას ფარგლებში შეუძლიათ.

ჰერცოგინიამ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, მან კონკურსის მონაწილეს, არჩი ვილიამსს, წარმატებები უსურვა. მონაწილე შოუს მთავარი პრიზისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა, საღამოს თვალსაჩინო მომენტი იყო.

მეგანმა აღნიშნა, რომ ის წარმატებებს უსურვებს ვილიამსს. მან ახსენა, რომ ის ყოველ კვირას ადევნებს თვალს მონაწილეს და გულშემატკივრობს მას.

კამეაში ჩანდა მეგანის მონტესიტოს სახლის ინტერიერი, დეკორაციები და მრავალი სხვა, რაც განსაკუთრებით საინტერესოა მაყურებლებისთვის. ჰერცოგინიას ვიქტორია ბექჰემის სამოსი ეცვა. აღსანიშნავია, რომ მეგანმა მისთვის დამახასიათებელი ვარცხილობა არ დაივიწყა და კვლავ ასე გამოჩნდა ტელევიზიაში.

უახლოეს პერიოდში კამეა არ იყო მეგან მარკლის ერთადერთი გამოჩენა ტელევიზიაში. ის ქმართად ერთად გადაიღეს ჟურნალის, „თაიმ 100“, სპეციალურ გამოშვებაში. ინტერვიუს ფარგლებში წყვილმა ისაუბრა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.