კანის კინოფესტივალი ოქტომბერში სპეციალურ ივენთს მოაწყობს

კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა, მათ შორის კინოინდუსტრიაზე. პანდემიის მიზეზით კანის კინოფესტივალი გადაიდო, თუმცა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სამდღიანი სპეციალური ღონისძიება მოაწყონ ოქტომბერში.

Photo Credits to Sipa/AP Images

„The Palais des Festivals“ 27-29 ოქტომბერს უმასპინძლებს სპეციალურ ივენთს, რომელზეც წარმოადგენენ 4 სრულმეტრაჟიან ფილმს 2020 წლის საუკეთესო ფილმებიდან, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს და Cinefondation-ის სკოლის ნამუშევრებს. ივენთი არ იქნება დახურული. ამავდროულად, ზემოხსენებულ ფილმებს შეაფასებს ჟიური და გადასცემს პრიზებს.

ტიერი ფრემაქსი, ფესტივალის დირექტორი, ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების ჩატარება და მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შერჩეული ფილმების ჩვენება აუცილებელია, რადგან ისინი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოს მასშტაბით და ყველა კინოს მოყვარულს ჰქონდეს წვდომა ამგვარ ნამუშევრებზე.

აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ „დასაწყისს“, ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის, ნამუშევარს. ამ ფილმმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა.

რაც შეეხება, კანის კინოფესტივლის შემდეგ სეზონს, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფესტივალი 11-22 მაისს ჩატარდება 2021 წელს.