კიდევ ერთი კოლაბორაცია მოდის ინდუსტრიაში: Gucci და The North Face

მოდის ინდუსტრია მოიცვა კოლაბორაციებმა, დღეს აღარავის აკვირვებს ის ფაქტი, რომ რომელიმე ორმა ბრენდმა საერთო კოლექცია წარადგინონ. გასულ კვირას, Supreme-მ წარადგინა საერთო კოლექცია იოჯი იამამოტოსთან ერთად. მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის დებიუტი კი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში. ახლა კი გუჩიმ დაანონსა კოლაბორაცია „The North Face“-თან.

ბრენდმა ახალი წამოწყების შესახებ პირველად ტიკ-ტოკზე განაცხადა. მათ სამი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც ჩანდა მთები, ჩიტები და პარტნიორი ბრენდების საერთო ლოგო. ჯერჯერობით არ ჩანს მათი საერთო ტანსაცმელი და არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ ამ კოლაბორაციისგან, თუმცა ამ ორი ბრენდის სახელი საკმარისია იმისთვის, რომ საინტერესო ნამუშევრებს ველოდოთ.

გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ალესანდრო მიკელეს, უთანამშრომლია არაერთ დიზაინერთან, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის ბრენდთან აფორმებს ხელშეკრულებას.