მიუჩია პრადას და რაფ სიმონსის პირველი საერთო კოლექცია

გასულ თებერვალს მიუჩია პრადამ უპრეცედენტო განცხადება გაავრცელა, მან რაფ სიმონსთან კოლაბორაცია დაანონსა და ბელგიელი დიზაინერი ბრენდის თანადირექტორად დანიშნა. ამ დღის შემდეგ მოდის ინდუსტრია ელის, თუ როგორი იქნება მათი ერთობლივი ნამუშევრები.

მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში პარტნიორებმა 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო ამ კვირეულის ფარგლებში, რადგან როდესაც ორი ასეთი დიზაინერი ერთად იწყებს მუშაობას, მათ მიმართ ყურადღება კიდევ უფრო იზრდება.

დიზაინერებმა ჩვენება ციფრულ ფორმატში ჩაატარეს. მათ ორმოცი ლუქი წარადგინეს. კოლექციისთვის დამახასიათებელი იყო პრადას სამკუთხა ლოგოები, რომლებიც შესამჩნევ ადგილას იყო მოთავსებული. კოლექციაში წარმოდენილი იყო ე.წ. „Clutch Coat-ები“, ამოჭრილი ნაქსოვი სვიტერები, პრადასთვის დამახასიათებელი A-ხაზოვანი კაბები და გრაფიკული პრინტები.

გთავაზობთ რამდენიმე ლუქს პრადას 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან.

All Photo Credits to Agostino Osio/ COURTESY OF PRADA