Disney+ის ახალი ფუნქცია

დისნეის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ერთად უყურონ ფილმებს თუ სხვადასხვა შოუს. ისინი ამ ყოველივეს მაშინაც შეძლებენ, თუ სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან.

Photo Credits: Courtesy of Disney+

„GroupWatch“ ფუნქციის გამოყენება ერთად მაქსიმუმ 7 ადამიანს შეუძლია. პირველად ეს ფუნქცია კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იყო ხელმისაწვდომი. სატესტო რეჟიმმა კარგი შედეგები აჩვენა და ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებში მცხოვრები მომხმარებლებიც შეძლებენ „GroupWatch“-ის გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ ეს დანამატი იმუშავებს უამრავ პლატფორმაზე, მათ შორის მობილურებზე, ვებ ბრაუზერებსა და ტელევიზორებზე. „GroupWatch“ იმუშავებს მაშინაც, თუ ადამიანები სხვადასხვა ადგილას არიან, სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ და სხვადასხვა ინტერნეტზე აქვთ წვდომა. მომხმარებლები მეგობრებს გაუგზავნიან მოწვევას და ერთად უყურებენ ფილმებს ან მათთვის საყვარელ შოუებს.

ჯერჯერობით აპლიკაციაში არ არის მესიჯების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა დეველოპერები ამ საკითხზეც მუშაობენ და უახლოეს მომავალში ეს ფუნქციაც დაემატება. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დისნეი ფიქრობს, რომ ახალ პროდუქტს შემოდგომის ბოლოს ევროპაშიც გაავრცელებს.