Dr. Martens და მარკ ჯეიკობსი ახალი ფეხსაცმლის შესაქმნელად გაერთიანდნენ

90-ანმა წლებმა გრანჟით დაგვაჯილდოვა: მძიმე ელექტრონული გიტარა, ცოცხალი ბასი, ხმამაღალი, ენერგიული დასარტყამები. მუსიკა პანკის, მძიმე მეტალისა და ჰენდრიქსის უსუფთაობის შერწყმა იყო. კურტ კობეინი და კორტნი ლავი პოსტერის ბავშვები იყვნენ. მაგრამ მარკ ჯეიკობსმა გრანჟს მოდის ინდუსტრიის ფონი შეუქმნა. მუდმივად მის გულისცემაზე მიყურადებულმა, ამ საკულტო მუსიკის ჟანრი სტილის ფენომენად აქცია.

1993 წელს, დიზაინერები ფეხსაცმლის ლეგენდარულ ბრენდს, Dr. Martens- ს შეუერთდნენ, რომ ახალი წყვილი შეექმნათ. ანტი-კონფორმისტული იდეალების მქონე ორი ბრენდი ერთმანეთს კარგად შეერწყა და ახალი ფეხსაცმელი ჰიტად იქცა.

27 წლის შემდეგ, ორი ბრენდი კვლავ ერთიანდება და ქმნის ახალ სტილს. 1460-ის განახლებული ფეხსაცმლის წყვილი ელექტრული აქსესუარებითაა დაფარული და გასაღებებით, კამათლებითა და ძვირფასი თვლებით არის გაფორმებული. ფეხსაცმელი ერთდროულად მომხიბვლელი და დაუმორჩილებელია.

„Dr. Martens დიდი ხნის განმავლობაში იყო ინდივიდუალურობისა და კონტრკულტურის სიმბოლო,”- შენიშნა მარკ ჯეიკობსმა – „ჩვენ ნამდვილობის ძლიერი შეგრძნებით გავერთიანდით და თქვენი ხმა გვესმის.“