Farmville 2020 წლის 31 დეკემბერს ფუნქციონირებას შეწყვეტს

ყველასთვის ცნობილი თამაში, Farmville, წლებია, ხელმისაწვდომია ფეისბუქის მომხმარებლისთვის, თუმცა 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ თამაში აღარ იარსებებს.

Photo Credits: Via Flickr, Lucy Takakura

ზინგა, თამაშის შემქმნელი, ბლოგ პოსტში წერს, რომ, სამწუხაროდ, თამაში აღარ იქნება ხელმისაწვდომი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი მათთვისაც რთულია, რადგან 11 წლის წინ, 2009 წელს, შექმნეს ეს თამაში და იციან, რომ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავთ. მათ ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს მოთამაშეებს.

თამაშის დახურვის მიზეზი არის ის, რომ Adobe-მ Flash Player-ების მიწოდება შეუზღუდა ბრაუზერებს. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ფეისბუქზე “Flash Games” აღარ იარსებებს.
თუმცა, მომხმარებლები მაინც შეძლებენ თამაშის გაგრძელებას მობილური აპლიკაციების საშუალებით, რომლებზეც ამ ეტაპზე დეველოპერები მუშაობენ. ეს ინფორმაცია ზინგამ დაადასტურა.