სიახლეები , რომლებსაც სერიალ „გვირგვინის“ მეოთხე სეზონში უნდა ველოდოთ

სერიალი „გვიგვინი“ ( The Crown) გამოსვლის დღიდანვე დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს მაყურებლებზე. მას შემდეგ, რაც სერიალის მე-4 სეზონის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა, მედია დაინტერესდა იმ მსახიობებით, რომლებიც ითამაშებენ მარგარეტ ტეტჩერისა და პრინცესა დაიანას როლს. ეს მსახიობები არიან: ჯილიან ანდერსონი და ემა კორინი. შესაბამისად ჩნდება კითხვაც, როგორ მოახერხებენ ისინი ამ ისტორიულ პიროვნებებად გარდაქმნას.

Netflix-მა გამოაქვეყნა ოფიციალური ფოტოები სერიალის მეოთხე სეზონიდან, სადაც ვხედავთ, რომ პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელს მორგებული აქვს იასამნისფერი კაბა. ეს სცენა წააგავს პრინც ჩარლზის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებას, რომელიც 1987 წელს გაიმართა.

კრიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ანდერსონის მიერ განსახიერებული ტეტჩერი იქნება მეოთხე სეზონის მთავარი სახე. თავად დედოფალ ელიზაბეთს განასახიერებს ოლივია ქოლმანი, მთავარი ატრიბუტით – დედოფლის გვირგვინით.

All Photos Credit to Netflix