სტელა მაკარტნისა და სინდი შირმანის ახალი პროექტი

მაკქუინი და ჰირსტი, ვიტონი და მურაკამი, შიაპარელი და დალი, ეს მცირე ჩამონათვალია იმ კოლაბორაციებისა, რომლებიც დიზაინერებსა და არტისტებს შორის არსებულა. მათი პროექტები გვიჩვენებს, თუ რისი შექმნა შეუძლია ორ ნიჭიერ ადამიანს ერთად. თუმცა სტელა მაკარტნი და სინდი შირმანი განსხვავდებიან, ისინი არამარტო პარტნიორები, არამედ მეგობრებიც არიან.

დიზაინერმა არტისტს მისცა საშუალება, რომ გამოეყენებინა ნამუშევრების არქივი და არტისტმა 10 ავტოპორტრეტი შექმნა. მაკარტნი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის იყო შირმანის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი.

პირველად ორი შემოქმედის გზები 2011 წელს გადაიკვეთა, ისინი ერთმანეთს მეტ გალას დროს შეხვდნენ. მათი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდა და 3 წლის წინ მაკარტნმა არქივთან წვდომა მიანიჭა სინდის. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პროექტს ბიზნესისთვის არ ქმნიდნენ და ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მიზეზით გახდა წარმატებული.

ნამუშევრების ხილვა 26 სექტემბრიდან არის შესაძლებელი ნიუ-იორკის გალერიაში, თუმცა დაინტერესებულ პირებს წვდომა ექნებათ გალერიის საიტზე. ფოტოებში დაცულია სტელა მაკარტნის სტილი და ჩანს გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევის სურვილი.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Photo Credits: Courtesy of the artist and metro pictures, New York.