ბალმანის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

პარიზის მოდის კვირეული დაიწყო. ოლივერ რუსტანმა თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ბალმანის მოდის სახლის სახელით. პანდემიიდან გამომდინარე შოუს ნახვა არაერთ პლატფორმაზე იყო შესაძლებელი.

ახალი კოლექცია გამოირჩეოდა თანამედროვე სტილში შექმნილი სამოსით, თუმცა შეიძლებოდა ძველი სტილის დანახვაც. შოუს მუსიკალურად აფორმებდა The Weekend-ის უახლესი ჰიტი „Blinding Lights“. აშკარა იყო ისიც, რომ ოლივერმა ბრენდის არქივსაც გადაავლო თვალი და გამოიყენა ეს შთაბეჭდილებები.

დიზაინერმა შოუს შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილი ემოციების გამოხატვა. მან არაერთხელ ახსენა, რომ კარანტინისას გააცნობიერა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებთან კონტაქტი. მანვე აღნიშნა, რომ ის იყო გახარებული იმით, რომ მის კოლექციას აფასებდა ნამდვილი აუდიტორია.