დოლი პარტონის საშობაო კოლექცია

ქანთრის დედოფალმა უილიამს სიმონსთან ერთად ახალი კოლექცია გამოუშვა. ის სავსეა სადღესასწაულო სამზარეულოს საგნებით. დოლი პარტონმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო საახალწლო წინსაფრით, თავისივე კოლექციიდან, რომელიც მთლიანად შთაგონებულია სწორედ პარტონის ბავშვობით: „გიზიარებთ ჩემს ფავორიტ სადღესასწაულო ტრადიციებს, ახალი საახალწლო კოლექციით“.

კოლექციაში არის ყველა საჭირო ნივთი საახალწლო განწყობის შესაქმნელად – წინსაფრები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორცხობილას საჭრელები (ფიფქები, ანგელოზები, გვირგვინები, მუსიკალური ნოტები და სხვა) დეკორაციული ნივთები, მოსართავები, და სხვა უამრავი ნივთი, რომელიც შთაგაგონებთ.

დოლი პარტონს დაგეგმილი აქვს სხვა საშობაო აქტივობებიც. გამოდის მისი სადღესასწაულო ალბომი. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუზიკლში „საშობაო მოედანზე“, რომლის რეჟისორიც დები ალენია, ხოლო მთავარ როლებს ჯენიფერ ლუისი და ქრისტინე ბარანსკი ასრულებენ.