როგორია რიანას ცხოვრება პანდემიის პირობებში?

მუსიკოსი, დიზაინერი, მსახიობი და უამრავი სხვა ნიჭის მქონე ვარსკვლავი, რიანა, კვლავ აქტიურად მუშაობს არაერთ ახალ პროექტზე და მისი შეჩერება ვერც პანდემიამ შეძლო. მან ახლახან „Fenty Skin“ პროდუქტი დაანონსა და ამით ახალი პროექტი წამოიწყო.

უახლეს ინტერვიუში რიანა აცხადებს, რომ ძალიან მშვიდად გრძნობს თავს და პანდემიისას მას თავისუფალი დროც კი გამოუჩნდა. მან აღნიშნა, რომ ახლა ზუმის შეხვედრებისთვის არჩევს ლუქებს. თავისუფალ დროს კი არ ცდილობს, რომ მაკიაჟით და ზედმეტი აქსესუარებით დაიტვირთოს თავი.

ერთი წლის წინ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში რიანამ წარადგინა „Savage x Fenty”. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ გრძელდება, რიანამ განაცხადა, რომ შეჩერებას არ აპირებს და ის ახალ ჩვენებას Amazon Prime-ს მეშვეობით წარადგენს. მუსიკოსმა განაცხადა, რომ ის ცდილობს, ყველანაირად მოერგოს „ახალ“ ცხოვრებას და ამ არასტაბილურობის პირობებშიც მოახერხოს შექმნას რაიმე ახალი.

რომ არა პანდემია, რიანა თავის ჩვენებას წარადგენდა ტრევის სკოტის, ბედ ბანის და მრავალი სხვა ვარსკვლავის პერფორმანსების ფონზე, თუმცა ეს ახლა შეუძლებელია. რიანამ განაცხადა, რომ უყვარს, როდესაც ყველაფერს აკონტროლებს, თუმცა ახლა ის უძლურია და ეს ძალიან აღიზიანებს. ნაცვლად ჩვენებისა მან ზუმის საშუალებით წარადგინა ახალი პროდუქტები და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველას უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

რიანამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სახლიდან მუშაობა ძალიან მოსწონს. რა თქმა უნდა, მისთვის 2020 წელი მაინც წარმატებული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მან ინტერვიუს დროს არაფერი თქვა ახალი მუსიკის შესახებ. მის მეცხრე სტუდიურ ალბომს კი ფანები მოუთმენლად ელიან.