რონი სპექტორის როლს ბიოგრაფიულ ფილმში ზენდაია კოულმანი ითამაშებს

ზენდაია ბიოგრაფიულ ფილმში ლეგენდარული მომღერლის, რონი სპექტორის როლს შეასრულებს. მუსიკოსს თავის დასა და ბიძაშვილთან ერთად ჰქონდა გოგონათა ჯგუფი “The Rpnettes.“ ჯგუფის სიმღერები, როგორებიცაა „Be My Baby”, “Baby, I Love You”, “The Best Part of Breakin Up”, 1960-იანი წლების დასაწყისში ჰიტებად იქცნენ. ჯგუფის დაშლის შემდეგ სპექტორმა დაიწყო სოლო კარიერა და გამოუშვა ხუთი სტუდიური ალბომი.

Photo Credits to Steve Granitz

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპექტორმა პირადად დაუჭირა მხარი ზენდაიას, რათა მისი როლი შეასრულოს. მომღერალი თავადაც ჩართული იქნება ფილმის გადაღებაში. ფილმი ამერიკული კომპანიის „A24-ის“ კინოპროექტია, ხოლო მისი პროდიუსერი მარკ პლატი იქნება.

ზენდაია კოულმანი 1996 წელს კალიფორნიის შტატში დაიბადა. მან მონაწილეობა 20-მდე ფილმში მიიღო. მისი ბოლო ფილმი პანდემიისას გადაიღეს. ფილმში „მალკომი და მერი“ ზენდაია დევიდ ვაშინგტონთან ერთად მონაწილეობდა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა და მეორე შავკანიანი ქალი მსახიობი, რომელმაც ემის ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მას დრამატულ სერიალში „ეიფორიაში“, რუს როლის შესრულებისთვის გადაეცა.