ნიკი მინაჟი დედა გახდა

37 წლის ვარსკვლავი, ნიკი მინაჟი, დედა გახდა. რეპერს ქმართან, კენეთ პეტისთან, ერთად პირველი შვილი შეეძინა 30 სექტემბერს, ლოს ანჯელესში. ჯერჯერობით ბავშვის სახელი ცნობილი არ არის.

Photo Credits: Gotham/GC Images

მინაჟმა სიახლის შესახებ ივლისში გააკეთა კომენტარი და ინსტაგრამის საშუალებით უახლესი ფოტოები გაავრცელა, ახლა კი მის ოჯახს ახალი წევრი ჰყავს.

რეპერს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათ მიულოცეს ნიკის უდიდესი სიახლე, მანაც ინსტაგრამის საშუალებით ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

მინაჟს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ბავშვის სურათები, თუმცა მის ნახვას უამრავი ადამიანი ელის.