ჩადვიკ ბოსმენის უკანასკნელი ფილმი

ერთი თვის წინ მსახიობი ჩადვიკ ბოსმენი სიმსივნესთან უშედეგო ბრძოლის შემდეგ 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ნახვას მაყურებელი კიდევ ერთ ფილმში შეძლებს, რომელიც ჯერ არ გამოსულა.

ნეტფლიქსის ფილმზე „Ma Rainey’s Black Bottom“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ფილმის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება. გამოქვეყნდა ბოსმენის და მისი პარტნიორების პირველი ფოტოებიც, რომლებიც ფილმის გადაღებებს ასახავს.

ბოსმენის უკანასკნელი ფილმი ისტორიული ფიგურის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი გადაღებულია აუგუსტ ვილსონის ნაწარმოების მიხედვით. მოქმედება 1920-იან წლებში, ჩიკაგოში მიმდინარეობს.

ჩადვიკის პარტნიორი ამ ფილმში ვაიოლა დევისია. ბოსმენმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე ნეტფლიქსის ფილმში „Spike Lee’s Da 5 Bloods.“ იმის გამო, რომ მსახიობის როლები მკვეთრად განსხვავდება ამ ორ ფილმში, ძალიან საინტერესოა მათი შედარება. მაყურებელს ამის საშუალება კი შობამდე ერთი კვირით ადრე ექნება.