ბილი აილიშის ახალი მუსიკალური ვიდეო „No Time to Die“

„No Time to Die“ (სიკვდილის დრო არ არის) ჯეიმს ბონდის თემატიკაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეოა. სიმღერის ტექსტი 7 თვის წინ გახდა ცნობილი, ვიდეო კი პირველ ოქტომბერს გამოჩნდა. ერთ დღეში ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კლიპი შავ-თეთრი თემატიკითაა შექმნილი და მომავალი ფილმის კადრებითაა დატვირთული.

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის, „სიკვდილის დრო არ არის“ პრემიერა აპრილში იყო დაგეგმილი. პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის გამო ფილმი გადაიდო. ახლა მისი გამოსვლა 20 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში იგეგმება. ფილმში აგენტ 007-ის როლს კვლავ დენიელ ქრეგი ასრულებს, მისი პარტნიორი კი ანა დე არმასი იქნება.

პოპვარსკვლავის სადებიუტო სინგლი  “Ocean Eyes” SoundCloud-ზე 2016 წელს გამოქვეყნდა. პირველი ალბომი კი, „When We Fall Asleep, Where Do We Go”, ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა. 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე ბილი აილიშმა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. გახდა საუკეთესო შემსრულებელი, მისი სადებიუტო ალბომი, საუკეთესო ალბომად და საუკეთესო პოპალბომად დასახელდა. ხოლო მისი სიმღერამ, “Bad Guy” საუკეთესო ჩანაწერისა და სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა.