ემი ვაინჰაუსის სიმღერათა ორი ახალი კრებული

ემი ვაინჰაუსის ფანებს სასიამოვნო სიახლე ელით, გარდაცვლილი მომღერლის სიმღერათა კრებული 2020 წლის 20 ნოემბერს გამოიცემა.

Photo Credits: Matt Dunham/AP Images

Box Set-ში გაერთიანებული იქნება მომღერლის საუკეთესო სიმღერები მისი ალბომებიდან: Frank, Back to Black და Lioness: Hidden Treasures. მისი ცნობილი ჰიტები, Love Is a Losing Game, You Know I’m No Good, Stronger Than Me, Rehab, Tears Dry on Their Own, Valerie –  აუცილებლად მოხვდება უახლეს გამოცემაში.

Box Set-ში ასევე იქნება სიმღერის ტექსტების 20-გვერდიანი ბუკლეტი. ამავდროულად 4 დეკემბერს ემი ვაინჰაუსის 5-CD-იც გავრცელდება. მსმენელს შეეძლება მოისმინოს 2007 წელს ლონდონში ჩატარებული კონცერტები. კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის საშუალებით.