Doctor Strange 2-ის გადაღებები ოქტომბერში დაიწყება

ბენედიქტ კამბერბეჩმა, რომელიც ფილმის მთავარი გმირის როლშია, განაცხადა, რომ მარველის ნაწარმოების მეორე ნაწილის გადაღებები მალე დაიწყება.

Photo Credits to Marvel Studios

2016 წლის ფილმმა მარველის სამყაროს შემატა კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი, რომელიც სხვა ისეთ ფილმებშიც გამოჩნდა, როგორებიცაა: Avengers: Infinity War და Avengers: Endgame. ბენედიქტის მიერ შესრულებული როლი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა.

ფილმის მეორე ნაწილის გადაღებები ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა. დებიუტი 2021 წლის ნოემბერში უნდა ყოფილიყო, თუმცა დისნეიმ თარიღი შეცვალა და 2022 წლის მარტი დაასახელა პრემიერის სავარაუდო თარიღად.