F Is For Family – ახალი და უკანასკნელი სეზონი

„F Is For Family”, რომელიც 2015 წელს შეიქმნა და უამრავი ადამიანის საყვარელ ანიმაციად იქცა, ოფიციალური განცხადებით, დასასრულს უახლოვდება. კომედიური ჟანრის სერიალი ბილ ბარისა და მაიკლ პრაისის მიერ შეიქმნა. იგი მოგვითხრობს ირლანდიურ-ამერიკული კლანის შესახებ, მოვლენები კი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ვითარდება. შოუს მე-5 და უკანასკნელი სეზონის პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წელს შედგება. მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

Photo Credits to Netflix

სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ბილ ბარმა, ემოციური განცხადება გააკეთა: „მადლობა ყველა ფანს, რომელიც უყურებდა ამ შოუს. მადლობა ყველა წარმოუდგენლად ძლიერ სცენარისტს, შემსრულებელს, ანიმატორს, რედაქტორსა და მუსიკოსს, რომელთა დამსახურებითაც შეიქმნა ეს სერიალი. განსაკუთრებული მადლობა კი გემის კაპიტანს, გენიალურ მაიკლ პრაისს ეკუთვნის. ყველა ძალიან მიყვარხართ!“. ანიმაციური სერიალი სწორედ ბილ ბარის ბავშვობის მოგონებების ერთობლიობას წარმოადგენს.