ფილმის „No Time to Die“ პრემიერა 2021 წლის აპრილამდე გადაიდო

„No Time to Die“ ჯეიმს ბონდის სერიის უახლესი, 25-ე ფილმია, რომლის გამოშვებაც, ფილმის შემქმნელების განცხადებით, შემდეგი წლისათვის გადაიდო.

ფილმი, დენიელ კრეიგით მთავარ როლში, კინოთატრებში 2021 წლის 2 აპრილს გამოვა, იმაზე ერთი წლით გვიან, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. „No Time to Die“ პირველი დიდი ფილმია, რომელმაც ფილმის გამოსვლის თარიღი მსოფლიო ჯანმრთელობის კრიზისამდე, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამდე გადაწია. თარიღის პირველი ცვლილების შემდეგ პრემიერა დიდ ბრიტანეთში – 12 ნოემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 20 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

„გვესმის, რომ ეს შეყოვნება ჩვენს ფანებს იმედს გაუცრუებს, მაგრამ „No Time To Die“-ს მათთვის გაზიარებას, მომავალ წელს, მოუთმენლად ველით,“- აცხადებენ ფილმის შემქმნელები.