პრიანკა ჩოპრას ცხოვრება და კარიერა მისსავე წიგნში

„დაუმთავრებელი“- ასე ქვია წიგნს, რომელიც პრიანკა ჩოპრამ საკუთარ ცხოვრებაზე დაწერა. წიგნი თაროებზე 2021 წლის 19 იანვრიდან გამოჩნდება. ჩოპრა პირადი ცხოვრებისა და 20 წლიანი კარიერის ამბავს ყვება.

Photo Credits to FADEL SENNA/AFP

მსახიობისა და პროდიუსერის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდია წიგნში თავმოყრილი. ბავშვობა ინდოეთში, თინეიჯერობა ამერიკაში, წარმატებები, მამის გარდაცვალება სიმსივნით და მისი განცდები. საუბრობს, როგორია ჰოლივუდში წარმატების მიღწევა და გაეროს ბავშვთა ფონდში კეთილი ნების ელჩის სტატუსი. მისი და ნიკ ჯონასის სიყვარულის ისტორია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემაა, რის შესახებაც ყვება პრიანკა.

წიგნის სათაურზე საუბრისას აღნისნავს, რომ მისი ცხოვრებაც დაუმთავრებელია. ამბობს, კარგია ადგე და გაეცალო დაუმთავრებელ საქმეს, დადგე სხვა გზაზე, თუ ის, იქ მიგიყვანს, სადაც გსურს. „ყველას საკუთარი ამბავი აქვს, ჩემი ამბავი ესაა, მე დაუმთავრებელი ვარ“

მსახიობი 1982 წელს დაიბადა ინდოეთში. 18 წლის ასაკში გახდა მის მსოფლიო და სწორედ აქედან იწყება მისი კარიერა. 2015 წელს პრიანკამ მიიღო მთავარი როლი ამერიკულ სერიალში „კვანტიკო“. ქონდა წარმატებული მუსიკალური, სამსახიობო და სამოდელო კარიერა. ყოველივე ამას კი მოგონებების სახით „დაუმტავრებელში“ გადმოსცემს.