სპაიკ ლის ფილმების მსახიობი – თომას ჯეფერსონ ბირდი ატლანტაში მოკლეს

თომას ჯეფერსონ ბირდი, სპაიკ ლის რამდენიმე ფილმის მსახიობი, ატლანტაში შაბათს, 3 ოქტომბერს, 70 წლის ასაკში მოკლეს.

Photo Credits to Variance Films

ატლანტას პოლიციის დეპარტამენტი დანაშაულის ადგილზე 1:45 საათზე დაფიქსირებული ზარის შემდეგ მივიდა, რომელიც დაჭრილი ადამიანის შესახებ იტყობინებოდა. ადგილზე ბირდი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა დაასახელეს.

დეტექტივები მუშაობენ, რომ მომხდართან დაკავშირებული გარემოებები გამოიკვლიონ. მიმდინარეობს გამოძიება.

თომას ჯეფერსონ ბირდი ცნობილია ლის ფილმებით: „Clockers,” “Get on the Bus,” “Bamboozled,” “Chi-Raq,” “Red Hook Summer,” “Girl 6” და “Da Sweet Blood of Jesus.” იგი ასევე მონაწილეობდა ანტუან ფუკუას ფილმში – „Brooklyn’s Finest”,  ჯეიმი ფოქსის ფილმში – “Ray” და გარი გრეის ფილმში -“Set It Off.”

სპაიკ ლიმ კვირას საკუთარ ინსტაგრამზე ბირდის მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა.