რიანას ახალი წამოწყება – „Fenty Beauty University“

მომღერალი და დიზაინერი რიანა ახალ პროექტს იწყებს. მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ბრენდი, ფენტი, დაარსა, ის მოდის ინდუსტრიაშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს – არაერთი ადამიანი ისურვებდა, გაეგო რიანას საიდუმლო, თუ როგორ ახერხებს ის, მუდმივად იყოს ფორმაში და გამოიყურებოდეს არაჩვეულებრივად.

„Fenty Beauty University“ რიანას ახალი წამოწყებაა – პროექტი მიმდინარე კვირას იწყება. ვირტუალური გაკვეთილები მსმენელებს მისცემს საშუალებას, გაიგონ, თუ როგორ შეიქმნა გამორჩეული ლუქები, მაკიაჟები, რიანას არაერთ მუსიკალურ ვიდეოსა თუ მის კარიერაში.

სეისებს ჩაატარებენ ჰექტორ ესპინალი და პრისცილა ონო, რომლებიც ძალიან ცნობილი არტისტები არიან. სესიების დროს ტრენერები ისაუბრებენ ნებისმიერი ტიპის კანზე, ძალიან ცნობილ მაკიაჟის ტიპებზე და განიხილავენ პროდუქტებს. ამასთან, სესიების შემდეგ იქნება ქვიზებიც, რომლებიც მსმენელს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ მიღებული ცოდნა. საუკეთესო მონაწილეები კი მოიპოვებენ პრიზებს რიანასგან და „Student of the Week“ სტატუსს.